ბუნების დაცვა

დღეს შემოგთავაზებთ პოსტს “ბუნების დაცვა” ბუნების დაცვა ყველა ადმიანს შეუძლია და ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს,მოინდომოს და დაიცვას ბუნება,რადგან ბუნება ჩვენი სიცოცოხლი ნაწილია, მისი წყალობით გვაქვს სუფთა და ჯანსაღი ჰაერი, მისი წყალობით ვართ და უნდა ვიყოთ ჯამრთელები.ყველა ადამინს მიდა ვთხოვო და ვუთხრა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და ნახავს, გვერდს ნუ აუვლით ამ სიტყვებს დაიცავით ბუნება, გაუფრთხილდით მას, ნუ დაყრით ნაგავს,მოუწოდეთ სხვებსაც, რათა ერთად დაიცვათ ბუნება განადგურებისაგან.
იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პოსტი გაიგებთ,აიმაღლებთ ცოდნას და გაითვალისწინებთ ჩემს სიტყვებს (რჩევას).თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
get_img
ბუნების დაცვა — გარემოს დაცვის პრაქტიკა, ინდივიდუალური, ორგანიზაციულ და სამთავრობო დონეზე, ბუნებრივი გარემოს და ადამიანებისთვის საკეთილდღეოდ. ადამიანი უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს, რათა სახლები, ქარხნები და ფერმერები ააშენოს, ამიტომ დანარჩენ ცოცხალ არსებებს უფრო და უფრო ნაკლები საცხოვრებელი ადგილი რჩებათ. კონსერვაცია ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია იშვიათი ცხოველები და მცენარეები არ გადაშენდნენ, ხოლო ბუნების გავრცელებული სახეობები — არ გაიშვიადნენ. კონსერვაცია ამ ცხოველთა და მცენარეთა საცხოვრისის შენარჩუნებასაც გულისხმობს.
go-green
წინათ ზოგიერთი ცხოველი იმის გამო გადაშენდა, რომ გარემოში მომხდარ ბუნებრიც ცვლილებებს ვერ შეეგუვნენ. დინოზავრები, სავარაუდოდ, ვეებერთელა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გადაშენდნენ. მეტეორის დედამიწასთან დაჯახებისას წარმოქმნილი მტვრის უზარმაზარი ღრუბელი მთელ ატმოსფეროში გაიშალა, რაც ხელს უშლიდა მზის სხივების შემოღწევას. დაიწყო გამყინვარება, რომელსაც დინოზავრები ვერ ვერ გაუძლეს.
კუნძულ მავრიკის ბინადარი დოდო(დრონტი) ზანტი ფრინველი იყო, რომელიც ვერ ფრენდა. როდესაც ადამიანები ამ კუნძულზე ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ დრონტი მოსანადირებლად იოლი იყო და ამავდროულად გემრიელი ხორციც ჰქონდა. საუკუნეც არ გასულა, რომ დრონტები პირწმინდად ამოწყვიტეს. ბევრი სხვა ცხოველი ან გადამეტებული ნადირობის შედეგად ამოწყდა ან საცხოვრისის განადგურების გამო.
oko

Posted in Uncategorized | 8 Comments

ჭექა-ქუხილი

დღეს შემოგთავაზებთ პოსტს “ჭექა-ქუხილი” ჭექა-ქუხილიც ბუნებრივი მოვლენაა.ამ პოსტიდან გაიგებთ თუ რა არის და როგორ წარმოიქმნება ჭექა-ქუხილი.იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პოსტი გაიგებთ და აიმაღლებთ ცოდნას. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
128071352481859
ჭექაქუხილი — ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელგროვა-წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნე ბაძლიერი ელექტრული განმუხტვა ელვა , რომელსაც თან ახლავს .უხილი ამდროს, ჩვეულებრივ, მოდი სთავსხმა (ზოგჯერ სეტყვა), ძლიერდება ქარი.
განვითარების მიხედვით განარჩევენ შიგამასურსა და ფრონტულ ჭექა-ქუხილებს. ჭექა-ქუხილი  დედამიწის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიხშირით მეორდება:  არქტიკაში რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეინიშნება, ზომიერსარტყელში, ყოველ ცალკეულ პუნქტში წელიწადში ასეთი რამდენიმე ათეული დღე. ჭექა-ქუხული მსოფლიო ცენტრებში (ინდონეზია, ცენტრალური ამერიკა და სხვ.) ასეთ დღეთა რიცხვი წელიწადში 200-ზე მეტია.ჭექა-ქუხილი ან დღეთასიხშირით  საქართველოში პირველად გილზეა საქართველოს სამხრეთიმთიანეთი  (წელიწადშისაშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური — 82 დღე). ჭექა-ქუხილი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური “ნაპერწკალია”. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოსკავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალიარსებები. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჭექა-ქუხილი და ელვა ვითარდება, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.ჭექა-ქუხილის დროს არშეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკე მდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება.
c9a475459fe4

წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

Posted in Uncategorized | 4 Comments

მცენარეები

შემოგთავაზებთ პოსტს “მცენარეები” მცენარეები ზოგი ადამიანისთვის სიცოცხლის ნაწილია,ზოგისთვის კი უბრალოდ მცენარეები. არსებობენ უჩვეულო,იშვიათი, უცნაური და რაც მთავარია ძალზე ლამაზი მცენარეები, როგორც ბუნებას და გარემოს   მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, ასევე უნდა მოვლა და გაფრთხილება ყველა მცენარეს.
იმედი მაქვს გაუფრთხილდებით ბუნებას და ყველა მცენარე, აიამრლებთ და გაიგებთ მეტს ვიდრე იცოდიტ. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
20cc0e654b55
მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia), ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წტალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტების ქვესამეფოში.მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქსესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჰრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.
ორთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც (ქრომატოფორი, თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოროსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენრეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან — ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში (ხავსები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების (ფესვი, ღერო, ფოთოლი და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.
d7f6a3a9dba3
ვენერას ბუზიჭერია, მწერიჭამია მცენარემცენარეების გარეგან და შინაგან აგებულებას, მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, გამრავლებას, გავრცელებას, ისტორიულ განვითარების ძირითად ეტაპებს და სხვა შეისწავლის ბოტანიკის სხვადსხვა დარგი.მცენარეების ბიოლოგიური მნიშვნელობა ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის განსაკუთრებულია. ცხოველების (ადამიანის ჩათვლით) არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზი. ამასთანავე, მცენარეები ფოტოსინთეზის დროს ატმოსფეროდან ითვისებენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რის შემწეობითაც ატმოსფერო გამუდმებით ინარჩუნებს სუნთქვისათვის ხელსაყრელ პირობებს.მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თესლოვან, ძირითადად კი — ყვავილოვან მცენარეებს. მათ განეკუთვნება თითქმის ყველა კულტურული მცენარეები, მათ შორის უპირატესად მარცვლეული (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ჭვავი, ქერი, სორგო, ღომი, შვრია). ბამბა, სელი, კანაფი, ჯუთი, რამი და სხვა ბოჭკოვანი მცენარეები ადამიანს უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და ტექნიკური ქსოვილებით. ტყე იძლევა ძვირფას საშენ მასალას, მცენრეული წარმოშობის ტორფი და ქვანახშირი — საწვავს. დღემდე არ დაუკარგავს ეკონომიკური მნიშვნელობა მცენარეულ ბუნებრივ კაუჩუკს. ფისი, ეთერზეთები, საღებავები და სხვა მცენარეული პროდუქტები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის საქმიანობაში. ფასდაუდებელია მცენარეული ვიტამინები და სამკურნალო პრეპარატები. მცენარეული საფარი არა მარტო გვაწვდის ორგანულ ნაერთებს და ჟანგბადს, არამედ ქმნის ცხოველური ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელ პირობებს დედამიწაზე.თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ადამიანმა ისწავლა დიდ ფართობებზე მცენარეული საფრის შექმნა. მაგრამ ადამიანისავე ინტენსიური და განსაკუთრებით კი არარაციონალურმა საქმიანობამ გაანადგურა კიდეც ბუნებრივი მცენარეული საფარი დიდ ფართობებზე და ბევრი სახეობის გაქრობის საშიშროება შექმნა. ბევრ ქვეყანაში მიღებული კანონით უკვე დაიწყეს მცენარეული სამყაროს დაცვა. ბოტანიკური დაწესებულებების ინტენსიური მუშაობის შედეგად შედგენილია „წითელი წიგნი“ , სადაც შეტანილია ის მცენარეები, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ.სისტემატურად ტარდება ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები. ერთ-ერთი ასეთი ფორუმი „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით 1977 წლის ოქტომბერში საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა.
694f91a82899

წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
წყარო:2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=hX5eU_mVIa724QT5moBg&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1366&bih=667#q=%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&tbm=isch&imgdii=_

Posted in Uncategorized | 4 Comments

მრავალწლოვანი მცენარეები

დღეს შემოგთავაზებთ პოსტს “მრავალწლოვანი მცენარეები” ეს მცენარეები ცხოვროვებენ და არსებონე ძალიან დიდი ხანს შიეიდძლება მათი სიცოცხლე საუკუნეების მანძილზე გაგრძელდეს და რაც მთავარია ჯანსაღი მცენარეები არიან.
იმედი მაქვ მოგეწონებათ ცემს მიერ შემოთავაზებული პოსტი გაიგებთ და აიმაღლებთ ცოდნას.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის! ტქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით! თქვენი მონა მორჩილი ნ.ქველაძე
1332330977_28688221
მრავალწლოვანი მცენარეები — ბალახოვანი მცენარეები ან ბუჩქბალახები, რომლებიც ცოცხლობენ 2 წელზე მეტს, ზოგიერთი რამდენიმე წელს, ზოგი 20-30 და 100 წელსაც კი. მრავალწლოვანი მცენარეებთა უმეტესობა ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს ყოველ წელს (პოლიკარპული მცენარეები), ნაწილი ფოთლებს მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებს (მარადმწვანე მცენარეები), უმეტესობას მიწისზედა ორგანოები კი არახელსაყრელ პირობებში კვდება და სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ მიწისქვეშა ნაწილები (ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ფესვი) ინარჩუნებს. მიწისზედა ორგანოები შესაძლოა ნაწილობრივ გადარჩეს განახლების კვირტებით (როზეტი, მხოხავი ყლორტი და სხვა). ზოგ შემთხვევაში მცენარეთა დაყოფა ერთ-, ორ- და მარავალწლოვნებად პირობითია.
2.1235554320.a-baobab-treexxx1000-years-oldxxx

მაგ., ტროპიკული მრავალწლოვანი მცენარეები აბუსალათინი (Ricinus communis) ზომიერი ჰავის პირობებში ერთწლოვანია, დაბლობების ერთწლოვანი თივაქასრა (Poa annua) კი მთამაღალის პირობებში — მრავალწლოვანი. იშვიათად მრავალწლოვანი მცენარეებს ხეებსა და ბუჩქებსაც აკუთვნებენ.
7687c6b6110c
წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
წყარო:2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=hX5eU_mVIa724QT5moBg&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1366&bih=667#imgdii=_

Posted in Uncategorized | 4 Comments

ბუნება და ისტორია

დღეს შემოგთავაზებთ ვიდეორგოლს “ბუნება და ისტორია” ვფიქრობ რომ ძალზე საინტერესო და აუცილებელი ვიდეო. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონებათ და კმაყოფილები დარჩებით. გაეცანით ჩემს მიერ შემოთავაზებულ ვიდეორგოლ.იმედი მაქვს მოგეწონებათ და აიმაღლებთ ცოდნას. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობაყურადღებისთვის!

წყარო:1) http://www.youtube.com/watch?v=WGRRC4dqYt4

Posted in Uncategorized | 3 Comments

საქართველოს ბუნება

დღეს შემოგთავაზებთ ვიდეორგოლს “საქართველოს ბუნება” საქართველო მდიდარია ბუნების კუთხით და ამ სიმდიდრეს გაფრთხილება სჭირდება თორემ ახლო მომავალში გავღარიბდებით ბუნების კუთხით.მოვუაროთ და გადავარჩინოთ ბუნება. ის ხომ ჩვენს ჯამრთელობაზე და სუფთა ჰაერზე ზრუნავს.
იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული ვიდეორგოლი. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

წყარო:1) http://www.youtube.com/watch?v=_ks5rRhuIuM

Posted in Uncategorized | 4 Comments

ტროპიკული სამოთხე დედამიწაზე

შემოგთავაზებთ პოსტს “ტროპიკული სამოთხე დედამიწაზე”სპეციალურად თქვენთვის, წარმოგიდგენთ დაუვიწყარი მოგზაურობის ხუთეულს იმ ფოტოებისა, რომელთაც შეიძლება ეწოდოს “ტროპიკული სამოთხე დედამიწაზე”… მართლაც ძალიან ლამაზი და მომიბვლელია ეს ადგილები გისურვებთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვდეთ ტროპიკულ სამოთხეში დედამიწაზე. იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პოსტი გაიგებთ და აიმაღლებთ ცოდნას.დიდი მადლობა!
201307111025488432
ალომანუ, სამოა -ეს არის კუნძული, რომელიც დაფარულია მთლიანად სანაპიროებით.კუნძული დაუსახლებელია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოიწყოთ ტროპიკული ქოხი.
201307111027168432
ფერნანდო დე ნორონხა, ბრაზილია-ეს დასახლებული კუნძული მდებარეობს ჩრდილოეთის სანაპიროზე, რომელიც ცნობილია მყვინთავებისთვის საუკეთესო ადგილად, მოსახლეობის უმრავლესობას მოშინაურებული ჰყავთ ტროპიკული ფრინველი, რომლის ბუნება წარმოადგენს სრულყოფილ სილამაზეს
201307111028508432

ატიუ, კუკიის კუნძულები – მიტოვებული სანაპიროები, მკაფიო ლურჯი წყლები და ცქრიალა თეთრი ქვიშა, კუნძული ასევე ცნობილია კირქვის გამოქვაბულებით, რომელებიც განლაგებულია ღრმა ჯუნგლებში, ზოგიერთი მღვიმეები გამოიყენებოდა ჯარისკაცების სასაფლაოდ, მაგრამ ეს უკვე დარჩა ისტორიას.ატიუს გამოქვაბულების ნახვა ტურისტისათვის ნიშნავს ახალი მსოფლიოს აღმოჩენას.
201307111029268432

კუნძული რანგიროა, საფრანგეთის პოლინეზია -მარჯნის სიდიდით მეორე კუნძული.ყველა ტურისტისათვის შესანიშანვი და საუკეთესო ადგილია მსოლიოში, რომელიც გამოირჩევა მზის აბაზანებით, ზღაპრული სანაპიროებით, მაცდური კოქტეილებით და თქვენ თუ დაამატებთ მას სუფთა ჰაერს ნათელი ცის ქვეშ, მაშინ იქ ხართ, სადაც დედამიწის სამოთხეა.
201307111030078432
კუნა -იალა, პანამა – არქიპელაგი, კუნა-იალას კუნძულები, რომელიც ასევე ცნობილია სან- ბლასის კუნძულები.კუნძულები დაფარულია ულამაზესი პალმის ხეებით, თეთრი ქვიშით, რომელიც წარმოუდგენელ ხიბლს მატებს კუნძულების სანაპიროებს.ბუნებრივი სილამაზე აქ დაცულია კანონით გათვალისწინებული წესით, რომელის მდგომარეობს შემდეგში, ბუნებრივი გარემო უნდა იყოს ხელშეუხებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცი სანქციები გატარდება.

წყარო:1) http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/36731/129/search:%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94:loop:true

Posted in Uncategorized | 5 Comments

დაბინძურებული ქუჩები

დღეს შემოგთავაზებთ პოსტს “დაბინძურებული ქუჩები”ქუჩის ყოველ მხარეს ნაგავს შეხვდებით,ყველგან რაღაც გდია რაც გარემოს აბინძურებს..სულაც პოლიეთილენის ცელოფნები იმდენი ყრია ხოლმე რომ ქარის დროს ჰაერში დაფრინავენ..როგორ ფიქრობთ ეს ნორმელურია?!
გაეცანით ჩემს მიერ შმოთავაზებულ პოსტს და აიმაღლეთ ცოდნა.იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პოსტი გაიგებთ მეტს ვიდრე იცოდით.დიდი მადლობა!
0a9f6a841067
უამრავი ქალაქია სადაც ეს პრობლება არ არის და მე ეს მიხარია,რატომ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში?არ შეიძლება ჩვენც მოვიქცეთ ნორმალური ადამიანებივით და არ გავაბინძუროთ ქუჩა. მაგრამნ როგორც ქართველები ამას არ ვეშვებით…ყველა სხვანაირად ფიქრობს ამ პოსტის წერისას ვნახე ერთ-ერთ საიტზე ერთი ადამიანის ნათქვამი…და წერს:”მე არ დამიგდია და არც სხვის დაგდებულს ავიღებ ღორების მომთვინიერებლად მუშაობაზე არ მიოცნებია არასდროს”…და ყველა ჩვენგანმა ასე რომ ვთქვათ მაშ ვინ ყრის ნაგავს ქუჩაში? ან ვინ უნდა აიღოს
urnaut21

დღესასწაულზე ან სულაც ისე უბრალოდ ბუნებაში ქეიფი და დროის ტარება კარგია,მაგრამ იმაზე აგაღ ფიქრობენ რომ ამით ბინძურდება გარემო…
p73000552
როგორ ფიქრობთ ეს კულტურული ხალხის ნამოქმედარია??სულაც მიდიხარ საქეიფოდ ბუნებაში და გგონია იქ ლამაზ გარემოში იქნები ,მაგრამ ასე რომ დაგხვდება ბუნება დაბინძურებული და დანაგვიანებული როგორ ხასიათზე დადგებიტ??? უნდა გატარდეს ღონისძიებები სადაც ნათლად იქნება ახსნილი რომ ბუნების დაბინძურება მათ ზიანს მოუტანს…თქვენ რას ფიქრობთ??
გსიამუვნებთ ნაგვით სავსე ქუჩაში სიარული?/ მგონი არავის არ მოსწონს ეს მაგრამ ამას მაშინ ხვდებიან როცა ნაგაცს თავად არ ყრიან და სხვისი ნაგავი აწუხებთ,თორე თავიანთი დაყრილი მერწმუნეთ არ შეაწუხებდათ….ნუ დაყრით ნაგავს და თუ დაინახეთ რომ ვიგაცამ დააგდო გააჩერეთ და უთხარით”უკაცრავად ნაგავი დაგივარდათ”…
img
სუფთა ქუჩაში ფეხით სიარულს რა სჯობს,თან სასიამოვნო შეგრძნებაცაა როცა სუფთა ქუჩაში ნელ-ნელა მიაბიჯებ…
200904150916
New Picture (1)

წყარო:1) http://quchamania.wordpress.com/2010/12/09/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
წყარო:2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&newwindow=1&site=webhp&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=C0daU-bdDKb04QSYh4Fw&ved=0CDEQsAQ&biw=931&bih=607

Posted in Uncategorized | 3 Comments

ნაგავი

დღეს შემოგთავაზებთ პოსტს “ნაგავი”.ამ პოსტიდან გაიგებთ: როგორ ვებრძოლოთ ნაგვის პრობლემას და რაში შეიძლება გამოვიყენოთ”ნაგავი”.
მგონი,არცერთ ადამიანისთვის არა არის რთული და გადაუჭრელი პრობლემა, რომ ყველა ადამიანმა თავის ნაგავს მოუაროს,მაგრამ როგორც ჩანს არ ფიქრობენ და არ ვფიქრობთ არავინ ამაზე,რადგან ადამიანის უმრავლესობამ ამზე, რომ იფიქროს ჩვენი საქართველო ან საერთოდ ჩვენი ქუჩები, სადარბაზოები, სტადიონები და ასეშემდეგ, ესეთი დაბინძურებული არ იქნებოდა. იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პოსტი გაიგებთ და აიმაღლებთ ცოდნას.დიდი მადლობა!
aaaaaaaaaaaaaaaq
განა ძნელია ადამიანმა თავის ნაგავს მოუაროს?
ჩვენ ქართველები თავს გამორჩეულ ერად ვთვლით.მართლაც რომ აღსანიშნავი ერი ვართ,მაგრამ უარყოფითი თვისებაც ბევრი გვახასიათებს…ჩვენი ქვეყნის სილამაზე დასაფასებელია,მას მოვლა და პატრონობა სჭირდება.ჩვენი ,ქართველების პრობლემა ისაა,რომ ყველაფერს ადვილად ვეგუებით.ხალხს არ აწუხებს დაბინძურებული ქუჩები,ჰაერი და ა.შ.სიბინძურე ჩვენთვის ტრადიციად იქცა:ქუჩები,ეზოები,სადარბაზოები,ზღვის სანაპიროები და საერთოდ,სადაც გაიხედავ ყველგან სიბინძურეა.უბედურება ისაა ,რომ ამას ისი ვიღებთ თითქოს ასეც უნდა იყოს.არანაირი ზომები,არანაირი კანონი ,რომელიც ჩვენ დაჩვენს ქალაქს დაგვიცავს ბინძურისაგან,თუმცა არსებობს იმის მრავალი საშუალება,რომ საზოგადოება გამოვაფხიზლოთ და გავანთავისუფლოთ ამ მავნე სენისაგან.განა ძნელია ადამიანმა თავის ნაგავს მოუაროს?…პასუხი ყველას ყოველთვის ერთი აქვს:მერე რა მოხდა ,ყველა ქვეყანაშია ნაგვის პრობლემა.ეს პასუხი საკმაოდ უსიამოვნო და არადამაჯერებელია,ვინაიდან “სხვაგან” გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.
nnnnnnnnnnnnnnnnu
როგორ ვებრძოლოთ ნაგვის პრობლემას?
ნაგვის პრობლემას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ებრძვიან სხვადასხვა გზით,აგებენ ნაგავგადამამუშავებელ ქარხნებს,იყენებენ ნარჩენებს.მაგ.სასათბურე მეურნეობაში სასუქად იყენებენ,მისგან გამომუშავებული გაზით კი სათბურებს ათბობენ.გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა,აწყობენ სასარგებლო აქციებს,მაგ.უკრაინაში ხშირად ეწყობა ასეთი აქციები.იტალიაში კი ე.წ. ჯარიმებია დაწესებული,ქუჩაში სიგარეტის ნამწვის დამგდები 100 ევროთი ჯარიმდება.დროა ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენც დავფიქრდეთ.მართალია,მთავრობამ ამაზე ნაწილობრივ უკვე იზრუნა,შექმნქ დასუფთავების სამსახური,სადაც დასაქმდა უამრავი ადამიანი.თითქმის ყოველ ნაბიჯზე დგას ნაგვის ურნები,მაგრამ ამ პრობლემის გადასაჩრელად საზოგადოების მასობრივი აზროვნების შეცვლაა საჩირო.ნამდვილად ვერ გასუფთავდება ქვეყანა,როცა მოსახლეობის 70% მას ანაგვიანებს და მხოლოდ 30% ზრუნავს სისუფთავის დაცვაზე.იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ეს” მარადიული პრობლემა”,კარგი იქნება ჩვენთანაც თუ მოეწყობა სასარგებლო აქციები,ე.წ. შაბათობები,სადაც ხალხი ერთმანეთის თანადგომით დაასუფთავებს ქუჩებს.გამოკითხვისას ერთმა ახალგაზრდამ ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით თავი გაიმართლა:რაც კანონით აკრძალული არაა დასაშვებია.აქედან გამომდინარე კარგი იქნება, თუ კანონითაც იქნება დაცყული ჩვენიქვეყანა დაბინძურებისაგან.ერთ-ერთი გამოსავალი ჯარიმის დაწესებაა,ეს ჯარიმა არ უნდა იყოს იმის მიხედვით,თუ რა მოცულობის ნაგავს დაყრის ადამიანი,ეს უნდა იყოს ყველაფერზე ერთნაირად.საბოლოოდ დანაგვიანების სურვილი ყველას ავტომატურად გაუქრება.ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს,ბუნებას,რადგან გარემოს დაბინძურება პირველ რიგში ჩვენთვისაა საზიანო.შევინარჩუნოთ სისუფთავე,ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში.
ნუ დავყრით ნაგავს და ნუ დავაბინძურებთ გარემოს!
aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
რაში შეიძლება გამოვიყენოთ”ნაგავი”?
შესაძლებელია ნაგვის გადამუშავება და სასარგებლოდ გამოყენება.მაგრამ ჩვენ,ქართველები ძირითადად რესურსებს გამოყენების ნაცვლად ვანადგურებთ.ნაგავი ერთგვარი რესურსია,”ჭკვიანი” ადამიანები ამ რესურსს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.ნაგვის გადამუშავებით შესაძლებელია გაზის და ელექტრო ენერგიის მოპოვება.ის,რომ ნაგვითაც შეიძლება რამის გაკეთება ამის უამრავი მაგალითი არსებობს.მაგ.უკრაინაში ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა ჩაატარა საკმაოდ ხალისიანი აქცია.ერთი დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს დაშემდეგ ფიგურები გააკეთეს.ასე რომ, ნაგავს მრავალმხრივ სასარგებლო გამოყენება აქვს,მთავარია საზოგადოებამ ეს გააცნობიეროს.დავგავოთ ნაგავი და გამოვიყენოთ “გამოუსადეგარი”ნივთები ჩვენივე სასარგებლოდ.
aaaaaaaaaaaaaaaaw
ნაგავსაყრელებიც კი საზიანოა……
არალეგალური ნაგავსაყრელები ყოველ სოფელსა და ქალაქშია.ჩვენს ქალაქშიც არის ასეთი ადგილები,ე.წ. გლდანის ნაგავსაყრელი.რომელიც დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას.მისი წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი საზიანოა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის.ახალი დასასიამოვნო ფაქტი კი ის გახლივთ,რომ უახლოეს ორ წელიწადში სოფელ ნორიოში შენდება ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა,ეს ფაქტი მართლაც მისასალმებელია,რადგან ადამიანთა ცხოვრება გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.
f8e194914a9dnagavi

წყარო:1) http://marimarikuna.blogspot.com/

Posted in Uncategorized | 5 Comments

10 ულამაზესი ადგილი მსოფლიოში

შემოგთავაზებთ პოსტს “10 ულამაზესი ადგილი მსოფლიოში” ამ პოსტში ნახავთ ულამაზესი ადგილების სურათებს, რომლებიც ღირს ნახოთ საკუთარი თვალით.მართლაც ულამაზესი და არჩვეულებრივია ეს ადგილები ეს კი რაღათქმაუნდა ბუნების დამსახურებაა.იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პოსტი. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა!
68361343894500
1. ტყე კოლორადოში.
68361343894548
2.ჩანჩქერი იაპონიაში.
68361343894588
3. იაპონური ბაღი პორტლენდში.
68361343894733
4. ისლანდიის რეგიონი.
68361343894794
5. შვეიცარია.
68361343894827
6. კოლუმბია.
68361343894896
7. იაპონიის ტყე.
68361343895001
8. ღამის ხედი, ინდოეთის ოკეანე.
68361343895085
9.სიყვარულის გვირაბი უკრაინაში.
68361343895053
10. ბაღი იაპონიაში.

წყარო:1) http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/12136/82/search:%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98:loop:true

Posted in Uncategorized | 5 Comments